ახალი ამბები
გორში ბინიდან ოქროულობა მოიპარეს
ქალაქ გორში ბინა გაქურდეს. შემთხვევა გუშინ წმინდაწყალზე მოხდა.

ცხინვალის გზატკეცილზე, #17-ში მდებარე ერთ-ერთ ბინაში სამართალდამცველები მუშაობდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია პოლიციის თანამშრომლის ბინიდან ოქროულობა.

შსს-ს პრესსამსახურში არაერთი სატელეფონო ზარის შემდეგ გვითხრეს, რომ როცა ჩათვლიან საჭიროდ, პასუხს გაგვცემენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები