ახალი ამბები
ცხინვალის უნივერსიტეტსა და ქალაქის ყველა სკოლაში ევაკუაცია გამოაცხადეს
დღეს დილიდან, ცხინვალში, უნივევერსიტეტისა და სკოლების შენობებს ამოწმებენ. ამის გამო სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და მოსწავლეების ევაკუაცია გახდა საჭირო.

თავდაპირველად, შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა. შეტყობინების მიხედვით, უნივერსიტეტის შენობა დანაღმული იყო.

როგორც სააგენტო ,,რესი'' იტყობინება,  შეტყობინება 10:41 სთ-ზე დაფიქსირდა. 



უნივერსიტეტის შენობის შემოწმების შემდეგ, სამართალდამცველებმა იქვე მდებარე მესამე საშუალო სკოლის შემოწმებაც დაიწყეს. საბოლოოდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ევაკუაცია ყველა სკოლაში განხორციელებულიყო.

ამ ეტაპზე, საეჭვო ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტოებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები