ახალი ამბები
,,ხალხის ძალას'' გორში უერთდება წევრი, რომელსაც კელი დეგნანთან კითხვები არა აქვს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მამუკა ბაზანდარაშვილი ,,ხალხის ძალას'' უერთდება. ამის შესახებ ინფორმაცია ექკლუზიურად ტვ მონიტორინგმა მოიპოვა.

ამავე ტელევიზიის ცნობით, ბაზანდარაშვილი ,,ქართულ ოცნებას'' ტოვებს. ბაზანდარაშვილი მმართველი გუნდის სახელით კარალეთის თემის წარმომადგენელია.

ბაზანდარაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ,,ხალხის ძალასთან''. გადასვლის მიზანი უცნობია და აცხადებს, რომ აშშ-ს ელჩთან კითხვები არა აქვს.

გორის საკრებულოში პირველად ,,ხალხის ძალაში'' გადავიდა მიხეილ გოგინაშვილი, რომელიც ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' ხელმძღვანელი იყო. ამჟამად, საკრებულოში ამ ძალის ორი წევრი იქნება.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, "ქართული ოცნებიდან" წასული სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას "ხალხის ძალა" ერქმევა. მოძრაობის უმთავრესი მიზანი "საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" იქნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები