ახალი ამბები
ჭვრინისელები ამბულატორიის, სკოლის, საბავშვო ბაღის გარეშე
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისში სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მილები გაჰყავთ.

მიუხედავად ამისა, ადგილობრივთა ნაწილი მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილოები არიან.

განსაკუთრებით, ეს იმ კატეგორიას ეხება, რომლებსაც სოციალური დახმარებები მოეხსნათ.

სოფელში მისასვლელი გზა დაზიანებულია. სოფლის შიდა გზებიც, გაზიფირების სამუშაოების წარმოების გამო, გადათხრილია.

სასწრაფო დახმარების მანქანას გამოძახების შემთხვევაში ადგილამდე დროულად მისვლა უჭირს. სოფელში არაა სკოლა, ამბულატორია, საბავშვო ბაღი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები