ახალი ამბები
განახლებული: შავ სიაში შეიყვანეს კომპანია, რომელსაც ქვეშის საბავშვო ბაღიდან გათბობის ქვაბი გარეთ უნდა გაეტანა
განახლებული:

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საბავშვო ბაღში გათბობის ქვაბის გარეთ გასატანად მეორე ტენდერი გამოცხადდა.

მანამდე, კომპანია ბრენტი, რომელიც ტენდერში იყო გამარჯვებული, ობიექტზე არც კი გამოცხადდა. ფაქტის შესახებ 2022 წლის 5 აგვისტოს გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ანესაშვილმა მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს აცნობა.

2022 წლის მარტში საბავშვო ბაღების გაერთიანებას რეკომენდაცია მისცეს, რომ გათბობის ქვაბი, უსაფრთხოების მიზნით, შენობიდან მინიმუმ 10 მეტრის მოშორებით დაეცილებინათ.

მერიამ გათბობის ქვაბის გასატანად ტენდერი ივნისში გამოაცხადა. 40 ათას ლარიან ტენდერში კომპანია ,,ბრენდმა'' გაიმარჯვა. სამუშაოები 2022 წლის 1 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ანესაშვილის ცნობით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ობიექტზე არც კი გამოცხადებულა.

ქვეშის საბავშვო ბაღში გათბობის ქვაბის გატანის სამუშაოებზე ახალი ტენდერი ოქტომბერში გამოცხადდა. კომპანია ,,თეთრ ხაზთან'' დადებულ ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის 31 დეკემბერს ეწურება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები