ახალი ამბები
ქარელის საკრებულოს წევრის დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებულთაგან ერთი ბრალდებული გამართლდა
სასამართლო ექსპერტიზით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.კ არ იჯდა იმ ავტომანქანაში, რომელიც ქარელის საკრებულოს წევრს ზურაბ ახმედოვს გასტაცეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი გამართლდა და პატიმრობიდან გათავისუფლდა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს: მ.ჟ-ს, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

2-წლიანი გამოძიების შემდეგ 3 გამტაცებლიდან 2 პირის ვინაობა კვლავ დასადგენი რჩება.

მანქანის გატაცება და ყაჩაღობა 2020 წლის 23 ოქტომბერს მოხდა. ზურაბ ახმედოვს, 12 საათზე, ქარელი-ლეთეთის გზაზე 3 პირი დაესხა თავს.

ფერმერ ცივი იარაღის მუქარით ავტომანქანა გასტაცეს, რომელიც შემდეგ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში ნახეს.

აღნიშნულ ფაქტზე ქარელის პოლიციამ იმავე დღეს 2 პირი დააკავა.

მანქანის გატაცებიდან მეორე დღეს, ქარელის შს სამმართველოს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს მ.ჟ-ს საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში. პოლიციის ცნობით, ამოიღეს დეტონატორი, ვაზნა და მარიხუანა.

სასამართლო ექსპერტიზით, მ.ჟ-ს ბიოლოგიური ნიმუშები გატაცებულ ავტომანქანაში აღმოჩნდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები