ახალი ამბები
გორში გაზგასამართი სადგური დააჯარიმეს
გორში გაზგასამართი სადგური დააჯარიმეს. ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მასალები გორის სასამართლოში მიიტანეს.

საუბარია გურამიშვილის გამზირზე რეგისტრირებულ ერთ-ერთ კომპანიაზე. მასალების მიხედვით, ჯარიმის ოდენობა 6 ათასი ლარია.

კომპანიის მიმართ პრეტენზია გაჩნდა მაშინ, როდესაც ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა სათვალთვალო კამერები ვერ ნახეს. მასალების მიხედვით, გაზგასამრთი სადგური სათვალთვალო კამერის გარეშე მუშაობდა.

თავდაპირველად, 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოწერეს, შემდეგ კი, ეს ჯარიმა 6000 ლარამდე გაიზარდა. კომპანიის წარმომადგენელმა სასამართლოს განუცხადა, რომ მოხდა დირექტორის ცვლილება, რომლის წყალობით, ჯარიმის შესახებ არ იყო ცნობილი.

გაზგასამართი სადგურის ახალი ხელმძღვანელის წარმომადგენელი იტყობინება, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულნი ჯარიმის შესახებ, შესაბამისად, თანხა მათი გადასახდელი არაა.

კომპანიის წარმომადგენელმა ითხოვა, რომ საქმე გორის ნაცვლად, თბილისის სასამართლომ განიხილოს, რაც დაკმაყოფილდა.

ფოტო: თემატური
Print

სტატიის გამოყენების პირობები