ახალი ამბები
7 ნოემბრის აღლუმიდან დღეობებზე - ,,დიადი ოქტომბერი გორში'' /ფოტოარქივი/
გორის არქივი ინახავს დოკუმენტებს, რომლის მიხედვით, 1925 წელს აიკრძალა სოფლებში დღეობების ჩატარება.

მათ ნაცვლად კი ხალხი დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების აღმნიშნელ ზეიმზე უნდა წასულიყო.

მიუხედავად აკრძალვისა, 7 ნოემბრის აღლუმის შემდეგ, ხალხი დღეობებზე მაინც მიდიოდა.




დოკუმენტები მოიძია გორის არქივის მეცნიერ-თანამშრომელმა ქეთევან მაჭარაშვილმა.

მაგალითად, 1925 წლის დიცის თემ-აღმასკომის პლენუმის ოქმის თანახმად, 7 ნოემბრის ზეიმის ჩატარების ხელმძღვანელობა დაევალათ პირებს, რომლებიც გაგზავნილი იქნენ სოფელ ტირძნისში, თერგვისში, ბროწლეთში, არბოში, ქორდში, მეღვრეკისში, ერგნეთში.



1928 წელს შინდისში გაუქმდა საეკლესიო დღესასწაული ამაღლება და დაწესდა 7 ნოემბერი, ვარიანსა და საქაშეთში გაუქმდა საეკლესიო დღესასწაული ამაღლება, ღვთისმშობლობა და დაწესდა 7 ნოემბრის დღესასწაულის აღნიშვნა და ა.შ




Print

სტატიის გამოყენების პირობები