ახალი ამბები
კინოჩვენება სოფელ ბეთლემში


საქართველოს 5 რეგიონშიმიტოვებულ კინოთეატრებსა და კულტურის სახლებში მოქალაქეებს თანამედროვე ქართული კინოს კვირეულზე ეპატიჟებიან.

ეს ინიციატივა ეკუთვნით ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, ისინი ერთმანეთს დაუკავშირდნენ და “ქსელი” შექმნეს.

„ქსელი“ საერთო იდეებისა და გამოწვევების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანებისა და ორგანიზაციების კავშირია. მიტოვებული კულტურული სივრცეების ერთდროულად გაცოცხლების პროექტი, ქსელის წევრების პირველი სერიოზული თანამშრომლობაა.

ქსელის მიზანია ახალგაზრდებს, რეგიონში ყოფის აუტანელი მოწყენილობის შემსუბუქებაში დაეხმაროს, მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და მხარადამჭერი სივრცეების შექმნით. 

ამ ღონისძიების მიზანი “ქსელის” იდეების და სამომავლო გეგმების “გამომზეურებაცაა” და თანამოაზრეების შემოკრება.

მიტოვებული კინოთეატრებისა და კულტურის სახლების გაცოცხლების კვირეული ამ სივრცეებში წარსულის დაბრუნებას კი არა, მათში მომავლის წარმოდგენას ისახავს მიზნად.

ბეთლემი სოფელი შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს . სოფელი ხიზაბავრადან ჩამოსულმა კათოლიკეებმა დააარსეს 1907 წელს. მიწა პადრე დომინიკე პაწაძე-მუღაშავილმა, ეკლესიისთვის შეწირული თანხით, შეისყიდა.

თავიდან სოფელს ბეთლემი უწოდეს, თუმცა სახელი კომუნისტურ პერიოდში ახალხიზად გადააკეთეს. 2019 წელს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, სოფელს დაუბრუნდა თავდაპირველი სახელი — ბეთლემი.

თანამედროვე სოფელი ძირითადად მენშევიკური მთავრობის პერიოდში გაშენდა, ამ პერიოდში აშენდა სოფლის კულტურის სახლი, რომელიც დატვრითული იყო სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით.

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
"ქსელის" მიერ დაგეგმილი კინოჩვენებების ფარგლებში, სწორედ ამ სივრცეში გეგმავს უტა ბერიას ფილმის "უარყოფითი რიცხვების " ჩვენებას.


Print

სტატიის გამოყენების პირობები