ახალი ამბები
გორის სოფლებში სახლების კურთხევის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდა, მათ გაესაუბრა და სახლების კურთხევასთან დაკავშირებით მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელება სთხოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის საკრებულოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

მეუფე ანდრიას თქმით, შესაბამისი ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც სოფლებს შემოივლიან და გააკეთებენ სახლის კურთხევის მსურველების სიას.

სახლების მასობრივი კურთხევა უკავშირდება პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წელს:

,,ამიტომ მისი კურთხევით გორის მუნიციპალიტეტში მოხდება სახლების ნებაყოფილობითი კურთხევა და შესაბამისად, საკრებულოს აქვს კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მათ უნდა გააცნონ ეს ინფორმაცია საზოგადოებას. საკრებულოს წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად თანამშრომლობის." - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები