ახალი ამბები
გორის რესტორანში პოლიციელმა იჩხუბა
11 ნოემბერს საღამოს გორის რესტორან ,,ნაჭარმაგევში ჩხუბი მოხდა

დაპირისპირების მთავარი მონაწილე პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა.

თავდაპირევლად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სროლის შედეგად დაჭრილია მოქალაქე, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შს სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით არავინ დაშავებულა. გამოძიება ცემისა და ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები