ახალი ამბები
რუის-ურბნისის ეპარქიაში კელია გაქურდეს - ბერი დახმარებას ითხოვს
მდინარე ძამის მარჯვენა შენაკადის, ღვანანას ხეობაში მდებარე კელიიდან მოიპარეს დენის გენერატორი, საძილე ტომარა, შუბლის ფანარი, პარალონი, ცული და სხვადასხვა ნივთები მოიპარეს.

ამის შესახებ განცხადება თავად ბერდიაკონმა დანიელმა (გიორგობიანმა) გაავრცელა.

"მოგმართავთ თხოვნით.

ვმსახურობ ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, ქარელის რაიონში, ხარების სახელობის სკიტეში, ჩემი სენაკი მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 1500 მ სიმაღლეზე და არის რთულად მისასვლელი, რთული და მძიმე გზის გამო. აქედან გამომდინარე, იქ მისვლა და რაიმეს ატანა ან რაიმე სახის სამუშაოების ჩატარება წარმოადგენს საკმაოდ დიდ პრობლემას.

ამ ცოტა ხნის წინ მოხდა ფრიად სამწუხარო ფაქტი: ჩამიმტვრიეს ფანჯრის გისოსი, თავად მეტალო-პლასტმასის ფანჯარა და სენაკი გამიქურდეს. მოპარულია ჩემთვის და იქ საცხოვრებლად სასიცოცხლოდ საჭირო და აუცილებელი ნივთები:

1. დენის გენერატორი, რომელსაც ტელეფონის სატენად და გარკვეული სამუშაოების ჩასატარებლად ვიყენებდი.
2. 2 ცალი საძილე ტომარა - ზამთრის, თბილი და ზაფხულის - თხელი.
3. პარალონი.
4. 4 ცალი ქართული ცული, საჭრელი და საპობი.
5. 2 ცალი ხერხი, ბირდაბირი და ხელის.
6. 2 ცალი ზამთრის თბილი ქურთუკი.
7. წყალგაუმტარი და ზამთრის თბილი ბათინკები.
8. შუბლის ფანარი და სხვა წვრილმანი ნივთები.

მსურველებს გთხოვთ, გამიწიოთ დახმარება დაზიანებული გისოსებისა და ფანჯრის აღდგენაში და ზემოთჩამოთვლილი ნივთების შეძენაში.

შეგიწიროთ და მოგიხსენიოთ უფალმა".

მამა დანიელი (გიორგობიანი)
TBC ბანკი
GE39TB1134636512500017
ლერი გიორგობიანი
ტელ: 599373113
ფოტოზე მამა დანიელის სენაკია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები