ახალი ამბები
კასპში მამაკაცი დაჭრეს
შემთხვევა გუშინ ღამით თბილისი-ბათუმის ჩქაროსნულ ტრასაზე მოხდა.

სატვირთო ავტომობილის მძღოლი საბურავის შეკეთებას ცდილობდა რა დროსაც უცნობი პიროვნება თავს დაესხა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაზიანება მიაყენა.

დაზარალებულს დაზიანებები სავარაუდოდ სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.

მამაკაცს ცეცხლსასროლ ჭრილობასთან ერთად დაზიანებები ყბასახის მიდამოებში აღენიშნება, ექიმების განცხადბით დაშავებულს კბილები აქვს ჩამტვრეული რაც ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის გამოწვეული.

დაშავებული კასპის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ექიმების თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, რომლებმაც შემთხვევის ადგილი შეისწავლეს.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

ამ დროისთვის ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები