ახალი ამბები
,,მწვანე იდეათონში'' გამარჯვებულები გამოავლინეს
მწვანე და სოციალური მეწარმეობის იდეათონის კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინეს. გამარჯვებულები გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები არიან.

მწვანე და სოციალური მეწარმეობის იდეათონი გორის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა. სახელწოდებით - "გარდაქმენი გამოწვევა შესაძლებლობად".

CENN - ის
რეგიონული წარმომადგენლის, ირმა კიტრიაშვილის ცნობით, იდეათონი, CENN-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა. ,,იდეათონი მიზანად ისახავდა საქართველოში, სამეწარმეო გზით, არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრას.'' - აცხადებს ირმა კიტრიაშვილი.



იდეათონის კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენიგები სამეწარმეო და გარემოს დაცვით საკითხებზე.

ინტენსიური ტრენიგმოდულების გავლის შემდეგ, გამოცდილი მენტორების დახმარებით მოსწავლეებმა იდეები აქციეს ბიზნესმოდელებად, რომელიც შემდგომ ჟიურის წარუდგინეს.

ჟიურმა სამი საპრიზო ადგილი გამოავლინა გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ 100, 800, და 600 ლარი.


I ადგილი მოიპოვა - გორის 1-ელი საჯარო სკოლის 12 წლის ასაკის მოსწავლემ გივიკო აბალაკმა. რომელსაც სურს კერამიკული საწარმოს გახსნა.






გივიკო აბალაკი გეგმავს ასევე, რომ თიხის დამუშავება თანატოლებს შეასწავლოს და ქართულ მეთუნეობას მეტი პოპულარობა შესძინოს.

იგი 10 წლის ასაკიდან ეუფლება კერამიკული ნაწარმის შესწავლის ხელოვნებას. მან რამოდენიმე გამოფენაში უკვე მიიღო მონაწილეობა და მისმა ნამუშევრებმა მოწონებაც დაიმსახურა.

II საპრიზო ადგილი გორის 8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ნიკოლოზ მიდელაშვილმა, მარიამ ალექსიძემ და სოფო ცერცვაძემ მოიპოვეს.



ისინი გეგმავენ, რომ მეორედი ქაღალდის გამოყენებით დაამზადონ მისალოცი ბარათები. გადამუშავებულ ქაღალდში მოთავსებული იქნება სხვადასხვა მცენარის თესლები.  გარემოში მოხვედრილი მისალოცი ბარათიდან ახალი მცენარე აღმოცენდება.

III საპრიზო ადგილი ხიდისთავის საჯარო სკოლას ერგო, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ ეკო თოჯინების დამზადება ტექსტილის ნარჩენით.

მაიკო გელენიძე და ლიკა დავითაშვილი წარმოდგენების გამართვას პირველ ეტაპზე შიდა ქართლის საბავშო-ბაგა ბაღებში და დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისათვის გეგმავენ. ხიდისთავის სკოლას სურს ქართული ზღაპრების პოპულარიზაცია თოჯინების თეატრით.



ჟიურიმ ასევე გამოავლინა საუკეთესო პრეზენტატორი, გორის კერძო სკოლა ,,ეისის'' მოსწავლე დავით ლომიძე. რომლის იდეაც იყო პოლიეთილენის პარკებისგან საწვიმარი სამოსის შექმნა.

იდეათონში წარდგენილი ბიზნესიდეის თემატური მიმართულებები იყო:

• ნარჩენების მართვა;
• კლიმატის ცვლილება;
• განახლებადი ენერგიები;
• კლიმატგონივრული ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში;
• NEET ახალგაზრდების გაძლიერება;
• ახალგაზრდების არაფორმალური განათლება;
• ახალგაზრდების დასაქმება.

იდეათონი ორგანიზებული იყო, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია CENN- ი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები