ახალი ამბები
100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს გორის მერიისგან 500-ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ
2022 წლის ეროვნულ გამოცდებში 100 %-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან 500-ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აღნიშნული ჯილდო 39-მა ახალგაზრდამ მიიღო.

წარმატებულ სტუდენტებთან შეხვედრა გორის ტურისტულ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას გორის მერი, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, საკრებულოს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალგაზრდების წახალისების მიზნით, 100 %-იანი გრანტის მქონე სტუდენტების დაჯილდოების პროგრამას გორის მუნიციპალიტეტის მერია უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები