ახალი ამბები
ხაშურის ეპისკოპოსის სვიმეონ ცაკაშვილის რეზიდენცია განთავსებულია სუმბათაშვილების სასახლეში
სუმბათაშვილების სასახლე, ამჟამად სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის, სვიმეონ ცაკაშვილის რეზიდენციაა.

სუმბათაშვილებს კუთვნილი სასახლე ჯერ ბოლშევიკებმა ჩამოართვეს. ამ სასახლეში წლების მანძილზე სოფელ ქვიშხეთის კულტურის სახლი იყო განთავსებული.

სასახლის რესტავრაცია 2016 წლიდან დაწყებულა. ეს ის სასახლეა, სადაც ერეკლე მეორემ დაიწერა ჯვარი მეორედ.

ვიდრე სასახლე სუმბათაშვილების გახდებოდა, მანამდე ქვიშხეთი სააბაშიოს ცენტრი იყო. აბაშიძეები აქ ჯერ კიდევ XVI საუკუნეში დამკვიდრდნენ.

1711 წელს უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა პაატა აბაშიძე, რომლის კუთვნილი მამულიც ქართლის მეფე იესემ ვახუშტი აბაშიძეს უბოძა.

სწორედ აქ, ქვიშხეთში, ქვიშხეთელ ანა აბაშიძეზე იქორწინა მეფე ერეკლე II-მ მეორედ, 1744 წელს და ამ ქორწინებიდან მას ერთი ვაჟი – ქართლ-კახეთის სამეფოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII და ასული თამარი ეყოლა. ანა აბაშიძე 1749 წელს გარდაიცვალა.

ამ სასახლეში სუმბათაშვილები XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან მკვიდრდებიან.

ვახუშტი ბატონიშვილი სუმბათაშვილებს წარჩინებულო გვარის წარმომადგენლად მოიხსენიებს.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები