ახალი ამბები
ოთხსულიანი ოჯახის საცხოვრისი სოფელ რუისში - მერია კონტეინერს ყიდულობს
ასე გამოიყურება ოთხსულიანი ოჯახის საცხოვრისი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში.

ფიცრული ეკუთვნის გოჩა ჩხიკვაძეს. ის ცხოვრობს უკიდურეს პირობებში. არ აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი.

რუისის წარმომადგენელი მანანა პავლიაშვილი აცხადებს, რომ ოჯახის წევრები ცხოვრობენ მიწის პირზე გამოთხრილ, ფიცრებით აშენებულ ქოხში, სადაც არ აქვთ სითბო, საცხოვრებელი პირობები, აწვიმთ, ათოვთ.

,,ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით გაუსაძლისია იმ პირობებში ცხოვრება და საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას.''' - სწერეს მანანა პავლიაშვილი 18 ნოემბერს ქარელის მერს ზაზა გულიაშვილს.

18 ნოემბრის შემდეგ ქარელის მერიაში შეისწავლეს საკითხი:

,,დაფიქსირდა, რომ ოჯახი ნამდვილად ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში, ხის ფიცრულში არ გააჩნიათ არანაირი საცხოვრებელი პირობები. რასაც ასევე უკიდურესად ამძიმებს ზამთრის სეზონის დადგომა.'' - აღნიშნულია მერიის დასკვნაში.

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 16.2-ე მუხლის ,,ფ" ქვეპუნქტით შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა.

ვინიდან მუნიციპალიტეტს არ გააჩნია მუნიციპალური თავშესაფარი და გოჩა ჩხიკვაძის ოჯახი დარჩენილია საცხოვრებლის გარეშე, ფაქტიურად ღია ცის ქვეშ, რასაც უკიდურესად ამძიმებს ზამთრის სეზონის დადგომა, მიზანშეწონილია ზემოთ აღნიშნულ ოჯახს გაეწიოს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე დახმარება საცხოვრებელი კონტეინერით (ჯიხური ) და პირველადი საჭიროების ნივთებით, სადსადაც ოჯახი შეძლებს მინიმალური საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილებას.

აქედან გამომდინარე, ქარელის მერიამ სარეზერვო ფონდიდან გამოყო 16 300 ლარი, რომლითაც შეძენილი იქნება საცხოვრებელი კონტეინერით ( ჯიხური ) და პირველადი საჭიროების ნივთებით.




Print

სტატიის გამოყენების პირობები