ახალი ამბები
ხაშურში გირაო შეუფარდეს ბიზნესმენს, რომელსაც ბრალად ქალის მიმართ ძალადობა და სქესობრივი კავშირის იძულება ედება
ხაშურის სასამართლომ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა ბიზნესმენს, რომელსაც ქალზე ძალადობაში ედება ბრალი.

ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის ტელევიზია ,,ივერია'' ავრცელებს.

თუმცა,  ბრალდებულს უმძიმეს დანაშაულში ედება ბრალი:

,,საქართველოს პროკურატურამ, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მასთან თანაცხოვრებაში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ძალადობას ახორციელებდა და აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების, ძალადობის და ფსიქოლოგიური იძულების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.'' - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები