ახალი ამბები
ხაშურში სავარაუდოდ რკინიგზელ ნიკო ფიროსმანის ფოტო იპოვეს
ხაშურის მუზეუმში დღეს გამოფინეს ფოტო, სადაც სავარაუდოდ ნიკო ფიროსმანია აღბეჭდილი.

ფოტო მუზეუმს ერთ-ერთმა ოჯახმა მიაწოდა, რომელიც გადაღებულია ხაშურში, რკინიგზელებს მიერ.

ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.

ნიკო ფიროსმანი 1890-1894 წლებში, ამიერკავკასიის რკინიგზაზე კონდუქტორად (გამცილებლად) მუშაობდა.



ცნობისათვის, დღეს ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, გაიხსნა გამოფენა: "რკინიგზა ხაშურში - 150"

მუზეუმის თანამშრომლებმა რკინიგზასთან დაკავშირებული ფოტო-მასალა და დოკუმენტები წარმოადგინეს.

გამოფენის ორგანიზატორების თქმით, "რკინიგზა ხაშურში-150", ხაშურის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში, დიდხანს დარჩება და გარკვეულ საგანმანათლებლო პროგრამებსაც მოიცავს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები