ახალი ამბები
ჯავის რაიონში მამაკაცი კლდიდან გადმოვარდა და დაიღუპა
როკის გვირაბთან მამაკაცი კლდიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს. სააგენტო რესის ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 18:15 სთ-ზე მოხდა.

მამაკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სიმარღლე, საიდანაც მამაკაცი გადმოვარდა, 70 მ-ია. სხვა დეტალები უცნობია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები