ახალი ამბები
მე-19 საუკუნის კოლორიტული და ტოლერანტული საზოგადოების ყოფა-ცხოვრება თანამედროვე მაყურებლისთვის - გორში ,,უჩინმაჩინის ქუდი'' ბრუნდება
გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრის რეპერტუარში გიორგი ერისთავის პიესა " უჩინმაჩინის ქუდი" ბრუნდება.

ამის შესახებ თეატრის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს. ამჯერად სპექტაკლს რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე დგამს.

,,მე-19 საუკუნის კოლორიტული და ტოლერანტული საზოგადოების ყოფა-ცხოვრება, ნაჩვენები იქნება იმდაგვარად, რომ ის ნაცნობი იქნება თანამედროვე მაყურებლისათვისაც.'' - გვითხრეს ერისთავის თეატრში.

"უჩინმაჩინის ქუდი" კომედიის ჟანრის კლასიკაა. სპექტაკლი ერთ მოქმედებად გაიმართება.

გიორგი ერისთავის პიესები მე - 19 საუკუნის ქართულ თეატრში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ერთერთი ყველაზე პოპულარული პიესა უჩნიმაჩინის ქუდი იყო.

პიესის მიხედვით, ვაჭარი მარტირუზა ოცნებობს ჯადოსნურ უჩინმაჩინის ქუდზე, რომ თავის ახალგაზრდა სუსანას უთვალთვალოს. ასეთივე სურვილი ჰკლავს მარტირუზას მსახურს, კიკოლას, რომელიც ქალბატონის მოახლე ვარდოზეა შეყვარებული.

როგორ ვითარდება მოვლენები, ამას გორის თეატრის სცენაზე ნახავთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები