ახალი ამბები
გორის თეატრის ეზოში ,,წიგნის ბუდე'' დაიდგა
გორის ცენტრში, თეატრის ეზოში წიგნის ბუდე დაიდგა. სკოლის მოსწავლეებმა და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბუდეში თავიანთი საყვარელი წიგნები დატოვეს.

წიგნის ბუდის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყველას შეუძლია სასურველი წიგნის აღება, წაკითხვა და უკაბ დაბრუნება ან სანაცვლოდ სხვა გამოცემის დადება.

აქცია მოაწყეს "პროკრედიტ ბანკმა" და პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.

,,გერმანული ბანკი "პროკრედიტ ბანკი" დიდი ხანია წიგნიერებას ხელს უწყობს და უაღრესად უდიდეს საქმეს აკეთებს. მადლობა გორის უნივერსიტეტსა და რექტორ გიორგი სოსიაშვილსა და მეცნიერ ოთარ ჯანელიძეს მხარდაჭერისთვის. მეტი წიგნი ჩვენს ცხოვრებაში.'' - აღნიშნავს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, რომელიც წიგნის ბუდის გაგხსნას დაესწრო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები