ახალი ამბები
თეძმისა და ტანის დაცული ტერიტორიების მმართველი გორის მუნიციპალიტეტი იქნება
2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა კანონი ,,ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ''.

აღნიშნული კანონი საქართველოს პარლამენტმა ბოლო მოსმენით უკვე მიიღო,  გამოქვეყნდა 14 ნოემბერს.

ამ კანონის მიხედვით,  ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი  21 864 ჰექტარი იქნება. აქედან ტანის ხეობაში - 10 986 ჰა.

,,ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიას მართავს გორის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.'' - წერა კანონში.

ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქმნის სათათბირო ორგანოს (საბჭოს).

სათათბირო ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა, პროცედურული საკითხები განისაზღვრება სათათბირო ორგანოს (საბჭოს) დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

სათათბირო ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედის (შედიან) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. სათათბირო ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილებები ვრცელდება ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე.

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებია:

- ტერიტორიის მოვლა-პატრონობა, შენარჩნება, აღდგენა, დაცვა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფა.
- საკუთარი კომპეტენციის ფარლებში ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის შემუშავება.
- მონიტორინგისა და მეცნიერული კვლევის ორგანიზება დაკვირვებით მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა, გავრცელება
- მოხსენებების რეგულარული მომზადება
- აუცილიებელი სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკები, ზღუდეები, თავშესაფრების, გზამკვლევების ორგანიზება).
- ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა.
- კანონდემბლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

დასაშვებია:

- ტანისა და თეძმის მემეჯმენტის გეგმით ან დროებით რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების გამოყენება, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, არანაგახლებადი ბუნებრივი რესურსებით (ქვიშა-ხრეშით)სარგებლობა.
- ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება.

- მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, ვიზუალური მხარის შეუცვლელად, დშვებულია სხვა საქმიანობის განხორციელება.

ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:

- სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთბებზე, მათ შორის, ლიცენზიის გაცემის მიზნით, დაწყებულ საქმის წარმოებაზე.

- ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით დადებულ ხელშეკრულებით ანდა გაცემული ლიცენზიით გასაზღვრულ ურთიერთობებზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები