ახალი ამბები
გორის თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება - ამჯერად ომის სისასტიკეზე
3 და 4 დეკემბერს გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრში პრემიერა გაიმართება.

მაყურებელს წარუდგენენ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლს - "ბავშვებს ყურები ნაჭრით ავუხვიე"

,,ერთმოქმედებიანი ტრაგედია 2008 წლის ომზე და ზოგადად ომის სისატიკეზე გვიყვება. პიესა სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის დაიწერა. პიესაში გამოყენებულია 2008 წლის ომში და ომიდან გაგზავნილი სატელეფონო მიმოწერები.''- აცხადებენ თეატრში.

დასაწყისი 19:00 ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ თეატრის სალაროში 0370277932; 577390350

ან ონლაინ საიტზე www.biletebi.ge
Print

სტატიის გამოყენების პირობები