ახალი ამბები
,,შემოვირიგოთ ერთმანეთი'' - ბადრი ბასიშვილი ,,ენმ''-ს წევრებს მიმართავს
3 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაზე წასვლას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის წევრებიც აპირებენ.

როგორც რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი, ბადრი ბასიშვილი აცხადებს, მიხელ სააკაშვილის გასათავისუფლეად აუცილებელია ერთიანობა:

,,მე ვისურვებდი და ვურჩევდი ყველას, შემოვირიგოთ ერთმანეთი და არ დავიყოთ ჯგუფებად. ენმ მიშას დაარსებული პარტიაა თავისი გულანთებული პატრიოტებით, თითოეული ჩვენთაგანით, სადაც ნებისმიერს აქვს უფლება იყოს ჩართული პარტიის გაძლერებაში და მითუმეტეს ოპოზიციაში ყოფნის დროს როცა პუტინის რეჟიმს ებრძვი, არ გვაქვს უფლება, ვინმეს ვუთხრათ, რომ არაა საჭირო ბრძოლაში.'' - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.

მან ეს განცხადება იმ დროს გააკეთა, როდესაც ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება გაჩნდა.

როგორც ცნობილია, ენმ-ს თავმჯდომარეობაზე კენჭს რამდენიმე კანდიდატი იყრის, მათ შორის, ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი. ზურაბ ჭიაბერაშვილმა საბოლოოდ უარი თქვა.

რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მხარდამჭერების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ გაუარესებულია და საჭიროა საზღვარგარეთ მისი გადაყვანა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები