ახალი ამბები
რუისში მდებარე თევზის საწარმომ მუშაობა შეაჩერა
კომპანია ,,უმალმა'' მუშაობა შეაჩერა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, "უმალი" წარმოებას უახლოს მომავალში განაახლებს.

თევზის საწარმო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფუძნდა, თუმცა პრომლეები მალევე შეექმნათ, რადგან საგზაო დეპარტამენტმა ავტობანიდან გზა გადაუკეტა.

,,კომპანია "უმალი" ოქტომბერში თევზის პაშტეტის და ე.წ შპროტის (ქარსალა) წარმოებას გეგმავდა. ორივე პროდუქტი მინის ქილებში უნდა ყოფილიყო. დამუშავების პროცესში იყო კიდევ რამდენიმე პროდუქტი, რომლის წარმოების დაწყებასაც "უმალი" ეტაპობრივად გეგმავდა. მათ შორის,დაგეგმილი იყო თევზის გაყინული ფორმით რეალიზაციაც.'' - აღნიშნულია ბიზნესპარტნიორის ვებ-გვერდზე.

იხ. ამავე თემაზე

რუისთან მდებარე თევზის ქარხანას დეპარტამენტმა გზა გადაუკეტა
Print

სტატიის გამოყენების პირობები