ახალი ამბები
ორშაბათიდან ხაშური-თბილისის მატარებელი აღდგება - გააფრთხილეს რკინიგზელები
2022 წლის 12 დეკემბრიდან თბილისი-ხაშურის საგარეუბნო მატარებლის მოძრაობა აღდგება.

ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, თანაც რკინიგზის თანამშრომლები გააფრთხილეს.

მაგალითად, სოფელ ქვახრელის წარმომადგენელმა თანასოფლელები გააფრთხილა, რომ ორშაბათიდან მატარებლით მგზავრობა დედაქალაქამდე უკვე შესაძლებელია.

,,ორშაბათიდან რკინიგზელების მატარებელი ჩვეულებრივად მოემსახურება მოსახლეობას და შეძლებთ გადაადგილებას, ძალიან დიდი მადლობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და საქართველოს რკინიგზას''- აღნიშნავს სოფელ ქვახვრელის წარმომადგენელი საკრებულოში.

საგარეუბნო მატარებლების მოძრაობა პანდემიის პერიოდში შეიზღუდა. ჯერ კიდევ უცნობია, როდის აღდგება ნიქოზი-თბილისის მატარებელი.

საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ გვერდზე ჯერ განრიგი არაა გამოქვეყნებული.




 

Print

სტატიის გამოყენების პირობები