ახალი ამბები
გორსა და ხაშურში დავობენ, თუ ვინ აღადგინა ხაშური-თბილისის ელმატარებელი
დღეიდან თბილისი-ხაშურის მატარებლის მოძრაობა აღდგა, მოქალაქეები ისევ შეძლებენ გადაადგილებას. ბილეთის ღირებულება 1 ლარი.

ამის შესახებ განცხადებას ხაშური-ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე დღეს ავრცელებს. განცხადება ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

ზაალ დუგლაძის განმარტებით, საგარეუბნო მატარებელი უშუალოდ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის ძალისხმევით აღდგა. საბოლოო გადაწყვეტილება კი საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტმა მიიღო.

ჩვენ ჯერ კიდევ 3 დღის ვწერდით, რომ მატარებელი 12 დეკემბრიდან აღდგებოდა. ამის თაობაზე, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის დეპუტამა განცხადება ფეისბუქზე გამოაქვეყნა და მოსახლეობას ოფიციალურად აცნობა.

სოფლის დეპუტატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მატარებლის აღდგენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას.

განრიგი

გასვლა: 6:35

ჩასვლა: 9:10

გამოსვლა 16:40

ჩამოსვლა19:20
Print

სტატიის გამოყენების პირობები