ახალი ამბები
ხელოვნების სასახლის ცნობით, აღმოჩენილია მე-15 საუკუნის ოქრომჭედლის ვერცხლის ნამუშევარი
საქართველოს ხელოვნების სახლი 147 000 ლარად შეიძენს ვერცხლის ჯვარს, რომელიც მათი აზრით, მეთხუთმეტე საუკუნის ოქრომჭედლის, ბეშქენ ოქრომჭედლის ნახელავია.

ამის შესახებ ხელოვნების სასახლეში საგანგებო შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აუცილებელია მუზეუმმა ეს ნამუშევარი შეიძინოს.

ხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი კალანდიას შეფასებით, ჯვარს ახლავს მეთხუთმეტე საუკუნის წარწერა, სადაც წერია, რომ ბეშქენ ოქრომჭედლის ნამუშევარია.

თავდაპირველად, გაჩნდა იდეა, რომ ის ხომ არ ეკუთვნის მე-12 საუკუნის ოქრომჭედელს, ბექა ოპიზარს, მაგრამ ხელოვნების სასახლის ექპერტების შეფასებით, ჯვარი შესრულებულია მე-15 საუკუნისათვის დამახასიათებელი ასომთავრული ანბანით (რომელიც გარდამავალია ხუცურში), ამიტომ ოპიზრის ავტორობა გამოირიცხა.

,,მესაკუთრის მიერ გასაყიდად გამოტანილია, მე-15 საუკუნის ვერცხლის საწინამძღვრო ჯვარი. ექსპონატი ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. ის უნიკალური და იშვიათია როგორც მხატვრული, ასევე ისტორიული ღირებულებით.'' - აღნიშნავს სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, რომელიც ითხოვს, რომ თანხა ვერცხლის ჯვრის შესაძენად გამოიყოს.

,,საინტერესოა წარწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ჯვარი საწინამძღვროა და ის ბეშქენ ოქრომჭედელს შეუსრულებია. ამავე წარწერის მიხედვით ირკვევა სამი ისტორიული პირის: "შეთას, იას და ღიდის" სახელები, ისინი ჯვრის მომგებნი ან დამკვეთები უნდა იყვნენ, სავარაუდოდ ეს ადამიანები სვანეთის წარჩინებულ საგვარეულოს მიეკუთვნებოდნენ. ხატი უნიკალური და საყურადღებოა გაფორმების თვალსაზრისითაც. ჯვრის ძირში ვხედავთ ფეხზე მდგომ, აბჯროსან წმინდა გიორგის, ჯვრის თავზე კი იგივე ფორმაში მიქაელ მთავარანგელოზი უნდა იდგეს.'' - აღნიშნავს გიორგი კალანდია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები