ახალი ამბები
თელიანში მოქალაქემ თანასოფლელებს ახალი ნაძვის ხე შეუძინა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მაკა გოდერძიშვილმა თანასოფლელებს ნაძვის ხე შეუძინა.

ეს ნაძვის ხე, საძველშობაოდ, 25 დეკემბერს 5 საათზე, სოფელი თელიანის ცენტრში (პატარა სკოლის გვერდით) საზეიმოდ დაიდგმება.

როგორც ორგანიზატორები წერენ, საშობაო საღამო გრანდიოზული იქნება.

მაკა გოდერძიშვილმა თანასოფლელებს არაერთხელ მოუწყო სიურპრიზი, მან 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, პატარებისთვის გასართობი ცენტრის, ზღაპრის გმირები ჩაუყვანა.

საშობაო საღამოზე იქნება ბევრი მუსიკა, ცეკვა და გართობა - აღნიშნავენ ადგილობრივები.

ფოტო: 2021 წლის 25 დეკემბერი, თელიანი
Print

სტატიის გამოყენების პირობები