ახალი ამბები
კახეთში მშენებლობაზე დასაქმებული სურამელი ბიჭი ხანძრის დროს დაიღუპა
თელავში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც ირკვევა, ერთი მათგანი ბაიანთხევიდან (სურამი), ხოლო მეორე რუსთავიდან იყო.

როგორც კახეთის ხმა იუწყება, შემთხვევის დროს ასევე დაშავდა ორი ახალგაზრდა კაცი. ექიმების თქმით, ერთ-ერთ მათგანს, სხეულის მძიმე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

კახეთის ხმის ინფორმაციით, კვების ობიექტის მშენებლობაზე დასაქმებული 4 მამაკაცი, ღამის საათებში კოტეჯში იმყოფებოდა. მათ უკვე ეძინათ, როდესაც შეშის ღუმელიდან ცეცხლი გაჩნდა. ერთ-ერთმა ხანძრიდან გამოსვლა შეძლო და ერთი ადამიანის გამოყვანაც მოახერხა, ორი კი ადგილზე გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები