ახალი ამბები
უკრაინის ომში გორელი მებრძოლი სერგო ლისიხი დაიღუპა
უკრაინის ომში დაიღუპა გორელი მებრძოლი სერგო ლისიხი (სერგო ქართველი).

ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს 13 დეკემბერს გავრცელდა. სერგოსთან ერთად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინის ომის დაღებიდან დღემდე დაიღპა 36 მებრძოლი საქართველოდან.

,,სერგო გახლდათ ზეპატრიოტი საქართველოსი, პროფესიონალი მებრძოლი - მონაწილეობდა ავღანეთის, კოსოვოს, აფრიკის მისიებში. დიდი ლიახვის ხეობაში ებრძოდა რუს ოკუპანტებს 2008 წელში, მსახურობდა საქართველოს სამხედრო ძალებში.'' - წერს ნუგზარ მაჭავარიანი, გორის სათავადაზნაურო საკრებულოს ხელმძღვანელი.

იგი აღნიშნავს, რომ სერგოს პირადად იცნობდა:

,,ჩემს ცხოვრებაში ბევრ პატრიოტთან მქონია კონტაქტი, თუმცა სერგო ქართველი გამორჩეული იყო გამორჩეულთა შორის, მაკვირვებდა მისი მამულიშვილური სულისკვეთება. საუბრისას ხშირად უთქვამს-მე სამშობლოს ვალი მაქვს და ჩემი ცხოვრების მიზანია ვებრძოლო რუს ოკუპანტებს - ან გავიმარჯვო ,ან ღირსეულად დავეცე ბრძოლის ველზეო.'' - წერს ნუგზარ მაჭავარიანი.

ასეც მოიქცა, წავიდა უკრაინაში საქართველოს თავდაცვის შორეულ ზღუდეზე ტერორისტ-ოკუპანტთან საბრძოლველად და გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე!

,,სერგო ქართველს გორში დარჩა მოხუცი დედა და ორი არასრულწლოვანი ქალიშვილი, გორელებს ვთხოვ გამოიჩინონ მზრუნველობა და თანადგომა სამშობლოსათვის შეწირული გმირის ოჯახის მიმართ!'' - მიმართავს ნუგზარ მაჭავარიანი თანაქალაქელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები