ახალი ამბები
გორის ნაძვის ხეს ახალი სათამაშოებით მორთავენ - დოკუმენტების მიხედვით
გორში ნაძვის ხე 16 დეკემბერს აინთება. მოსამზადებელი სამუშაოები დღეს დასრულდება.

გორის კეთილმოწყობის სააგენტომ ნაძვის ხისთვის ოფიციალურად შეისყიდა ახალი სათამაშოები.

მაგალითად, შეიძინეს მოსართავი კენკრა 20 ცალი, 12 დასაკიდი სათამაშო, დამატებით ორი ნაძვის ტოტი, 8 ყვავილი, 1 თოვლის პაპა კიბით.

გარდა ამისა, კეთილმოწყობის სააგენტომ ქალაქის ქუჩებისთვის დამატებით 10 ფიფქი იყიდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები