ახალი ამბები
ხაშურის სოფელ გომში სცადეს იუსტიციის სახლის ოფისის გაქურდვა
წუხელ გვიან ღამით ხაშურის სოფელ გომში იუსტიციის სახლის ფილიალის გაქურდვა სცადეს.

სოფლის წარმომადგენლის განცხადებით, ქურდები პოლიციის დანახვაზე გაუჩინარდნენ.

,,უჯრები იყო გადაქექილი, არაფერი წაუღიათ, არც არაფერი დახვდათ'' - გვეუბნება წარმომადგენელი.

თვდაპირველად აღნიშნული იყო, რომ დაზიანებული იყო ლიბერთი ბანკის ოფისი, თუმცა ბანკის წარმომადგენლებმა გვაცნობეს, რომ ქურდობის მცდელობა მათთან არ მომხდარა.

დაუდგენელი პირები დარბაზის მხრიდან შევიდნენ. მიაღწიეს ბანკის მოლარეების მაგიდებამდე, თუმცა მალევე გაიქცნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები