ახალი ამბები
ქარელში ნაძვის ხის დადგმა 7000 ლარი დაჯდება
ქარელში ნაძვის ხის დადგმაში მერია 7 000 ლარს იხდის.

ამის შესახებ ხელშეკრულება ინდმეწარმე კობა მარჯანიძესთან გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით, ინდმეწარმეს თითო სათამაშოს მიმაგრებაში 80 თეთრს გდაუხდიან, ჯამში 142 სათამაშოა.

ნაძვის ხის მორთვა კი 101 ლარი, ხოლო დანარჩენი ხარჯი კაბელებისა და სხვა აქსესაურების შეძენაშია გათვალისწინებული.

ფოტოარქივი: ქარელის ნაძვის ხე
Print

სტატიის გამოყენების პირობები