ახალი ამბები
გორის მერი წლის საუკეთესო 12 თანამშრომელს გამოავლენს
გორის მერი კრისტალის ჯილდოებს 12 საუკეთესო თანამშრომელს გადასცემს.

კომპანია ,,დაზგამ'' ჯილდოები უკვე ჩააბარა მერიას.

,,მე არ მაქვს უფლება გითხრათ სახელები და გვარები. დამკვეთთან ვარ პასუხისმგებელი''- გვითხრა კომპანია ,,დაზგას'' წარმომადგენელმა, რომელმაც შეკვეთა ბიუჯეტის თანხით მიიღო.

გორის მერიის შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი ეკატერინე მარკოზაშვილი აცხადებს, რომ დეტალები ადმინისტრაციის უფროსთან ალექსანდრე თარხნიშვილთან უნდა გავარკვიოთ.

ალექსანდრე თარხნიშვილი კი კომენტარს არ აკეთებს.

მსგავსი ჯილდოები ქარელის მერიამაც დაამზადა. ქარელში წლის საუკეთესო 7 თანამშრომელი გამოვლინდება.

თითო ჯილდოს ღირებულებაა 110 ლარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები