ახალი ამბები
ქარელში საახალწლო კონცერტი, ფოიერვერკთან ერთად, 29 დეკემბერს გაიმართება
ქარელში საახალწლო ღონისძიებები 29 დეკემბერს გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, საახალწლო პროგრამა 14 საათზე დაიწყება.

☃️14:00 - საზეიმო ორკესტრის მსვლელობა

☃️14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი

☃️14:00 – 19:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები

☃️14:00-18:00 - ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან

☃️14:30-16:00 - ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი

☃️16:00-16:15 - მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა

☃️16:15-16:30 - აზოტის შოუ

☃️16:30-17:00 - საბავშვო გასართობი პროგრამა წამყვართან და ზღაპრის გმირებთან ერთად

☃️17:00-17:15 - ცეცხლოვანი შოუ

☃️17:15 -18:00 - დუეტი „ლეონი“

☃️18:00 – 19:00 - გაგა-ფრანი

☃️19:00 - საზეიმო ფოიერვერკი
Print

სტატიის გამოყენების პირობები