ახალი ამბები
გორში წინასაახალწლო ღონისძიებები ,,ნართების'' კონცერტით გაიხსნა
გორში ანსამბლ "ნართების კონცერტი გაიმართა. ღონისძიება წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო.

ანსამბლმა გორელ მაყურებელს ქართული, ოსური და აფხაზური ცეკვებისა და სიმღერების მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინა.

კონცერტი გაიხსნა თინათინ ჭულუხაძის სიმღერის სასცენო პრემიერით. ,,სიმღერა საქართველოზე“, რომელიც მან ანსამბლ ,,ნართების“ სოლისტებთან ერთად შეასრულა სამაჩაბლოს ეძღვნება. სიმღერის შექმნა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდა.

,,ნართები“ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და ქართულთან ერთად ოსური და აფხაზური ხალხური ფოლკლორის შენარჩუნება - პოპულარიზაციას ემსახურება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ანსამბლი ,,ნართები“ კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.

გორში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება

განრიგის მიხედვით, საახალწლო ნაძვის ხე 16 დეკემბერს აინთება.

წინა საღამოს, გორის თეატრში ანსამბლი ნართების კონცერტი გაიმართება.

17 დეკემბერს კი კლუბ ,,ლაუდსპიქერსის'' კონცერტი ქალაქის ცენტრში გაიმართება.

18 დეკემბერს ერისთავის სახელობის გორის თეატრის დარბაზში გორის გოგონათა გუნდისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი იმართება.

31 დეკემბერს საახალწლო გალა კონცერტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები