ახალი ამბები
ხაშურში დაიქირავეს კომპანია, რომელმაც შარშან თბილისში ,,საახალწლო სოფელი'' მოაწყო
ხაშურში საახალწლო ღონისძიებების გამართვას კომპანია ,,ქეი ივენთი'' უზრუნველყოფს.

ამის შესახებ მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2022 წლის 16 დეკემბერს გააფორმა.

საახალწლო ღონისძიებების სანაცვლოდ, ,,ქეი ივენთი'' ბიუჯეტიდან 90 300 ლარს მიიღებს.

ეს ის კომპანიაა, რომელმაც დედაქალაქში 2022 წლის საახალწლო ღონისძიებები დაგეგმა. თბილისის მერიამ გასულ წელს 67 400 ლარი გადაუხადა.

აღნიშნულმა კომპანიამ თბილისში საახალწლო ღონისძიებები დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე დაგეგმა და ,,საახალწლო სოფელი'' მოაწყო.

ხელშეკრულება, რომელიც მერიასა და კომპანიას შორის გაფორმდა, ჯერ ხელმისაწვდომი არაა.

ქვემოთ ფოტოზე: საახალწლო სოფელი თბილისში, 2022

Print

სტატიის გამოყენების პირობები