ახალი ამბები
გორში ვერხვების უბანში სასმელი წყლის პრობლემის გამო გზა გადაკეტეს
გორში ვერხვების უბანში სასმელი წყლის პრობლემის გამო გზა გადაკეტეს.

ამის გამო, სუხიშვილის ქუჩა რამდენიმე წუთით იყო გადაკეტილი. აღნიშნული გზით მოქალაქეები ცენტრალურ მაგისტრალს, ავტობანს უკავშირდებიან.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, სასმელი წყლის მიწოდება წლებია ამ უბანში პრობლემაა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წინა დღეს განცხადება გაავრცელა:

მმგორში, კარალეთის სათავე ნაგებობაზე ტუმბო აგრეგატის ძრავის მწყობრიდან გამოსვლის გამო ვერხვების დასახლების დაახლოებით, 1600-მდე აბონენტს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდა, რეგიონის მასშტაბით მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, რათა დროულად აღმოიფხვრას აღნიშნული" - წერია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები