ახალი ამბები
,,ივენთების გასაღები'' კასპის მერიამაც დაიქირავა
კასპში საახალწლო კონცერტი 27 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ მერიამ კომპანია ,,ქეი ივენთსი'' (ივენთების გასაღები) დაიქირავა.

ხელშეკრულების მიხედვით, 1-დღიან მომსახურებაში 86 250 ლარი დაიხარჯება.

ეს ის კომპანიაა, რომელიც ხაშურსა და გორშიც ჩაატარებს კონცერტს. ხაშურში 7 იანვარს, ქარელში 29 დეკემბერს, ხოლო გორში 31 დეკემბერს.

ყველაზე მეტ თანხას მაინც ხაშურის მერია უხდის - 90 600 ლარს. 

რაც შეეხება გორს, აქ 1-დღიან მომსახურებაში ,,კულტურის ცენტრი'' 88 ათას ლარის გადაიხდის. 

ეს ის კომპანია, რომელმაც გასულ ახალ წელს თბილისში, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე ,,საახალწლო სოფელი'' მოაწყო.


ფოტო: ახალი წლის დადგომა 2022 წელს
Print

სტატიის გამოყენების პირობები