ახალი ამბები
,,მე და ჩემი მეგობრები მხარს ვუჭერთ ლევან ხაბეიშვილს'' - აცხადებს გორის საკრებულოს წევრი
,,მე და ჩემი მეგობრები მხარს ვუჭერთ ლევან ხაბეიშვილს'' - ამის შესახებ განცხადებას გორის საკრებულოს წევრი, ენმ-ს წარმომადგენელი ანი ბალიაშვილი.

იგი თანაპარტიელებს მოუწოდებს, რომ მონაწილეობა მიიღონ პარტიულ არჩევნებში, რომელიც 28-29 იანვარს გაიართება.

,,ჩვენი ქვეყნისთვის და პარტიისთვის უმნიშვნელოვანესი ამბავია - ვირჩევთ პარტიის ახალ თავმჯდომარეს ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით. არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობთ,საქართველოში თუ საზღვარგარეთ. მთავარია იყოთ ენმ-ს მხარდამჭერი და გინდოდეთ შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობა.'' - აცხადებს ანი ბალიაშვილი.

იგი განმარტავს, რომ შიდაპარტიული არჩევნების ხარისხიანად ჩატარება უმნიშვნელოვანესი პროცესია დემოკრატიისთვის და დასავლურ ქვეყნებში ეს კარგად აპრობირებული მეთოდია. ამიტომ ენმ-ს მხარდამჭერებს რეგისტრაციაში დახმარებას სთავაზობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები