ახალი ამბები
გორის მერიამ კიდევ ერთი კომპანია დაიქირავა საახალწლოდ, რომელმაც თბილისში შარშან ,,გვიყვარდეს ერთმანეთი'' მოაწყო
გორის მერიამ კიდევ ერთი კომპანია ,,თიხარტი'' დაიქირავა, რომელიც 31 დეკემბერს, გორში, საახალწლო ღონისძიებას გამართავს.

ამის შესახებ ხელშეკრულება გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოსთან დღეს გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით, 1-დღიან მომსახურებაში ,,თიხარტი'' 220 700 ლარს მიიღებს. ეს ის კომპანია, რომელმაც გასულ წელს, თბილისში, საახალწლოდ რესპუბლიკურ მოედანზე მოაწყო გალა კონცერტი ,,გვიყვარდეს ერთმანეთი''

გარდა ამისა, 31 დეკემბერს გორშ საახალწლო ღონისძიებაზე იზრუნებს კომპანია ,,ქეი ივენთსიც'', რომელსაც მერია 88 000 ლარს გადაუხდის.

ხელშეკრულების დანართებს, სადაც გაწერილია დაქირავებული კომპანიების ვალდებულებები, ჯერ ოფიციალურად არ აქვეყნებენ.

წელს რეგიონებში საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად თანხა მთავრობამ გამოყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები