ახალი ამბები
ლიტერატურული პრემია "მუზა" გიორგი სოსიაშვილს გადაეცა ნომინაციაში "წლის საუკეთესო პროზაული კრებული
ლიტერატურული პრემია "მუზა" გიორგი სოსიაშვილს გადაეცა ნომინაციაში "წლის საუკეთესო პროზაული კრებული. კონკურსზე წარდგენილი იყო კრებული "იალები."

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის "მუზას" გამარჯვებულები გუშინ გამოცხადდა.

გიორგი სოსიაშვილი გორის უნივერსიტეტის რექტორია.

იგი გორის რაიონის სოფელ დიცში დაიბადა. დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია - ფილოლოგიის ფაკულტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, საქართველოს ისტორიის სპეციალობა.

2021 წელს გორის უნივერსიტეტის რექტორის გიორგი სოსიაშილის პროზაული კრებული ,,ოთხი მოთხრობა" ლიტერატურული კრებულის ,,საბას" გამარჯვებული გახდა. ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო პროზაული კრებული"" დასახელდა მისი ,,ოთხი მოთხრობა"".

2019 წელს გახდა გორის საპატიო მოქალაქე

2018 - ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია ( საქართველოს მწერალთა კავშირი)

2015 - პავლე ინგოროყვას სახელობის პრემია ( "ქართული ფენომენის აკადემია") გიორგი ერისთავის სახელობის პრემია (საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის ორგანიზაცია)
Print

სტატიის გამოყენების პირობები