ახალი ამბები
გორის სასამართლომ არ დააკმაყოფილა,,თანამედროვე სოფლის'' მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საჩივარი
გორის სასამართლოს მოსამართლემ დავით პაპუაშვილმა არ დააკმაყოფილა პრორუსული ორგანიზაციის წარმომადგნლების საჩივარი.

საქმე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში აღმოსავლური სოფლის მშენებლობის ამბავს ეხება. დაახლოებით 11 ჰა მიწის ფართობი სახელმწიფომ კერძო ინვესტორებს მიყიდა. ინვესტორები არიან საუდის არაბეთიდან და ერაყიდან.

აღნიშნული მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია გააპროტესტა პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა. მათ სასამართლოს პრივატიზაციის აქტის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს.

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.

აღმოსავლურ სოფელში აშენდება 130 სახლი. ორსართულიანი სახლები თანამედროვე სტანდარტების საყოფაცხოვრებო სათავსოებით იქნება აღჭურვილი. მათი ყიდვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები მოსახლეობაში ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ამ სოფლებში დასახლდებიან ,,საქართველოს მტრები'' და ,,რომ ქვეყანას ქართველობას ართმევენ''.

Print

სტატიის გამოყენების პირობები