ახალი ამბები
დაიბადა ხაშურში, საპატიო მოქალაქე ქარელში - წლის საუკეთესო სპორტსმენი ტატო გრიგალაშვილი
ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა ტატო გრიგალაშვილი ქარელის საპატიო მოქალაქედ დაასახელა.

თუმცა, ტატო გრიგალაშვილის წარმატებით ასევე ამაყობს ხაშურის მუნიციპალიტეტი. ორივე მუნიციპალიტეტი გამოხატავს პრეტენზიას, რომ ტატო გრიგალაშვილი მათი სკოლის წარმომადგენელია.

21 დეკემბერს იერუსალიმში, ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიოს მასტერსზე გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ვაჟ სპორტსმენად დაასახელა.

ტატო გრიგალაშვილი 23 წლისაა, მას 2020 წელს ამომავალი ვარსკვლავი უწოდეს.

გრანდ-სლემი დიუსელდროფის გამარჯვებული (2020, დიუსელდორფი, გერმანია, 81 კგ),

ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული (2019, ვანტაა, ფინეთი, 81 კგ),

ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის მფლობელი (2018, კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი, 81 კგ),

ბუდაპეშტის გრან-პრის გამარჯვებული (2019, ბუდაპეშტი, უნგრეთი, 81 კგ).

2020 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი (პრაღა, ჩეხეთი, 81 კგ).
Print

სტატიის გამოყენების პირობები