ახალი ამბები
ნოსტეში 73-წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე 83-წლის მამაკაცი დააკავეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში 73-წლის ქალი მოკლეს.

პოლიციამ 83-წლის მამაკაცი დააკავა.

წინასწარი ინფორმაციით, ქალი სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას უძღოდა ნათესავებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები