ახალი ამბები
გორის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ,,ენმ'' არ დაესწრო
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

სხდომა პროტესტის ნიშნად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დატოვეს.

საკრებულოს წევრებმა ბექა ქორჩილავამ, ანი ბალიაშვილმა, კახა ლობჟანიძემ და ნანა ლოთიშვილმა განაცხადეს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ხალხის ინტერესებზე არაა მორგებული.

აღნიშნულ განცხადებას არ ეთანხმებიან მმართველი გუნდის წევრები. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, ბიუჯეტი გაზრდილია 67 მლნ ლარამდა. გასულ წელს კი, 50 მლნ ლარი იყო.

მისი განმარტებით, დამატებითი თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

გარდა ამისა, ენმ-ს წევრის, ანი ბალიაშვილის განმარტებით, მერიამ არ გაითვალისწინა შტატების შემცირებისა და სახელფასო ფონდის შემცირების რეკომენდაცია. გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა განაცხადა, რომ ენმ'ს მოთხოვნა, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, გათვალისწინებულია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები