ახალი ამბები
,,ბატონო ზაალ, მაინტერესებს, რატომ გქვიათ ჩვენი დეპუტატი'' - მიმართვა ხაშურის დეპუტატს ერგნეთიდან
ხაშურისა და ქარელის დეპუტატს, ზაალ დუგლაძეს ერგნეთიდან მიმართავენ.

ეს ის სოფელია, რომელიც იმ მაჟორიტარულ ოლქშია შეყვანილი, რომლის მოსახლეობა ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ომის მუზეუმის ხელმძღვანელს ლია ჩლაჩიძეს აინტერესებს, თუ რატომ არ ინტერესდება დუგლაძე ერგნეთელების პრობლემებით:

,,ბატონო ზაალ, მაინტერესებს რატომ გქვიათ ჩვენი დეპუტატი, ერთხელაც რომ არ გამოჩენილხართ საოკუპაციო ხაზთან. მობრძანდით და ჩვენც ჩაგვაბარეთ ანგარიში! ან იქნებ ბავშვები მაინც გაახაროთ საახალწლოდ ერგნეთიდან'' - აღნიშნავს ლია ჩლაჩიძე.

გუშინ მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ზაალ დუგლაძემ ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას ერთწლიანი მუშაობის ანგარიში ჩააბარა.

,,შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და დეპუტატმა იმ პრობლემებზე, გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა რაც დღესდღეობით ხაშურის მუნიციპალიტეტში დგას.'' - აღნიშნულია ბიუროს განცხადებაში.

ზაალ დუგლაძე არ გამოხმაურებია ომის მუზეუმის ხელმძღვანელის განცხადებას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები