ახალი ამბები
ხანდაზმულთა სახლს ესტუმრა გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი
გორში, ხანდაზმულთა სახლს ,,შენი თბილი კერა'' ესტუმრა მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი.

როგორც მან სოციალურ ქსელში განაცხადა, მოინახულა როგორც გორის, ასევე კასპში მდებარე დაწესებულებაც.

ხანდაზმულებს შობა-ახალი წელი საახალწლო ნობათით მიულოცა.

წინასაახალწლოდ ხანდაზმულთა სახლი მოინახულეს გორის მერვე სკოლის მოსწავლეებმაც. ხოლო გორის მერიამ საახალწლო ვახშამი გამართა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები